სწორი კვებაჯანმრთელობა

როგორ გავარჩიოთ კარგი კვერცხი ცუდისგან?

გიფიქრიათ ოდესმე, რა ფერის უნდა იყოს კვერცხის გული? როგორც აღმოჩნდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

გამოცდილი ფერმერების გარკვეულმა ჯგუფმა თავის თავზე აიღო ამ ინფორმაციის შემოწმება, მათ მიერ მოპოვებული შედეგები გვინდა თქვენც გაგიზიაროთ. დაახლოებით 100 წლის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კვერცხის გულის ფერი დამოკიდებულია კაროტენოიდების რაოდენობაზე, რომელსაც იგი შეიცავს. ისინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტებს, რომელიც უზრუნველყოფს ა ვიტამინის წარმოქმნას, ა ვიტამინი კი ძვლის სისტემის სიჯანსაღისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მაშასადამე, რაც უფრო ინტენსიური ყვითელია გული, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის.

კვერცხის გულის ფერი პირდაპირაა დაკავშირებული ქათმის კვებასთან. თუ ქათამი ერთგვაროვანი მარცვლეულით იკვებება, მაშინ მისი კვერცხის გული ღია ყვითელი გამოვა, ხოლო თუ ის გამრავალფეროვნებულია სიმინდით, ბალახეულით და მწერებით, კვერცხის გულს მკვეთრი ნარინჯისფერი შეფერილობა ექნება.  ზოგი დიდი ფერმა იყენებს სპეციალურ შკალას  ნარინჯისფერიდან-ყვითელამდე სხვადასხვა შეფერილობის ჩრდილებით, პროდუქტის ხარისხის განსასაზღვრად.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ უმჯობესია, თუ საკვებად გამოიყენებთ მკვეთრი ნარინჯისფერი შეფერილობის გულის მქონე კვერცხს გამომდინარე მისი მდიდარი სასარგებლო თვისებებიდან. თუმცა, ხანდახან კვერცხის გულის ღია შეფერილობას სეზონის ცვალებადობაც განაპირობებს. მაგალითად, ზამთარში ის უფრო ღიაა, რადგან ფრინველის კვებაც ძირითადად ერთფეროვანია, მაგრამ ღია ყვითელი ფერი  უფრო ხშირად მის დაბალ კვებით ღირებულებაზე მიუთითებს. ასეთი კვერცხი, რა თქმა უნდა, ვერ მოგცემთ იმ რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.

შეამოწმეთ კვერცხის ხარისხი მის ყუთზე დატანილი ეტიკეტის მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რაიმე სახის ხელოვნური საღებავი ხომ არ შედის მის შემადგენლობაში, შეიძინეთ კვერცხი მხოლოდ სანდო მწარმოებლებისგან, რომლებიც ფრინველს კარგ გარემოში ამყოფებენ.

ასევე ნახეთ:  რა არის ქოლესტერინი და როგორ შევამციროთ ის ბუნებრივად?

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც!