სწორი კვებაწონაში კლებაჯანმრთელობა

რა მოხდება, თუ შაქარს 3 დღე არ მიიღებთ

ნებისმიერ ჩვენგანს გვიფიქრია დიეტის დაწყებაზე, ზოგს უბრალოდ იმიტომ, რომ მომავალი წვეულებისთვის კარგად გამოიყურებოდეს, ზოგს კი წლობით უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ სასურველ ფორმასა და წონას მიაღწიოს. ერთ-ერთი შვედი ექიმი ანდრეას ენფელდტი გვირჩევს შევეშვათ საყოველთაოდ გავრცელებულ მითებს და ამის სანაცვლოდ მოვუსმინოთ ჩვენი სხეულის მიერ მოწოდებულ სიგნალებს.

როგორც ცნობილია,  ენერგიას ვიღებთ რამდენიმე წყაროდან:

  1. ნახშირწყლებიდან, რომელსაც შეიცავს შაქარი.
  2.  ცხიმიდან

თქვენ მუდმივად გესმით, რომ ცხიმი მავნებელია და გახდომის ერთადერთი საშუალება დაბალცხიმიანი საკვების მიღებაში მდგომარეობს. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, უკეთესი იქნება თუ ყურადღებას შაქრის ჩანაცვლებას დავუთმობთ.

რა მოხდება, თუ ცოტა ხნით უარს ვიტყვით შაქარზე?

  1. თუ ერთ დღესაც შეწყვეტ შაქრის მიღებას და კონკრეტული შეზღუდული დოზით მიიღებ ცხიმს მის ნაცვლად, შეძლებ დახვეწილი სხეულის მიღებას, თანაც ხანგრძლივი პერსპექტივით. ბონუსად კი დაგრჩება უკეთესი ჯანმრთელობა, მეტ ენერგია, თმისა და კანის გაუმჯობესებული სტრუქტურა.
  2. თავს დააღწევ იმ მომქანცველ პროცესს, რასაც შოპინგისას ყველაფრის კალორიულობის შემოწმება ქვია. თქვენი წელის ზომა იქნება ცვლილების პირველი  მაჩვენებელი, რომლის გარშემოწერილობაც საგრძნობლად დაიკლებს.
  3. საკმარისია, თუნდაც სამი დღით უარი თქვათ შაქრის შემცველ პროდუქტებზე და შეამჩნევთ, რა ცოტა საკვები დაგჭირდებათ დასანაყრებლად. ადამიანები, რომლებმაც სცადეს ეს ხერხი, აღნიშნავენ, რომ მათი საღამოს ვახშმის პორცია საგრძნობლად შემცირდა და არც ახსენდებათ საჭმელი მეორე დილის საუზმემდე.
ასევე ნახეთ:  შესაძლებელია წონის დაკლება მხოლოდ ვარჯიშით?