ფიტნესი

როგორ შეიძლება გამოჩნდეთ უფრო დიდი, ვიდრე ხართ

გარეგნობის რა შტრიხი აძლევს მამაკაცს დომინანტურ შეხედულებას? რა აერთიანებთ  სუპერმენს, ბარტ სტარს და 80-იან წლებში არნოლდ შვარცნეგერის მიერ ნათამაშებ ყველა პერსონაჟს? ისინი ნამდვილად საშუალოზე მაღალი სიმაღლის არიან და მეტად ვაჟკაცური გარეგნობით გამოირჩევიან.

ყველა კინოს ან სპორტის მოყვარული გეტყვით, რომ ისინი ნამდვილად დომინანტები არიან, რაც მათი გამორჩეულად დიდი და თვალშისაცემი შეხედულების დამსახურებაა. კრის პრატი, 36 წლის 182 სანტიმეტრის სიმაღლის,  დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი, ამ კუთხით ჩარტის სათავეშია მოქცეული. მას მოჰყვება 35 წლის  ჩენინგ ტატუმი და 32 წლის ჰენრი ქევილი, სუპერ მაიკის და სუპერმენის შემსრულებლები. მათი სიმაღლეც 182 სანტიმეტრია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ‘’შურისმაძიებლების’’ კაპიტანი ამერიკის და თორის მთავარი როლის შემსრულებელი კრის ევანსი და კრის ჰემსუორსი, (სიმაღლე 182 და 192 სანტიმეტრი), მათ მოჰყვება რკინის კაცის შემსრულებელი რობერტ დაუნი უმცროსი, სიმაღლით 180 სანტიმეტრი და ჰალკი, რაღა თქმა უნდა.

კარგია კინოგმირებზე საუბარი, მაგრამ ასეთი მარტივი ხომ არაა აკონტროლო სიმაღლე? მაშ, რაშია გამოსავალი? ჩვენ გეტყვით – მიაშურეთ სპორტ-დარბაზს, სადაც კონკრეტული კუნთების უფრო მეტად გაძლიერების ხარჯზე თქვენი გაბარიტები გაფართოვდება, სხეულის ფორმებს უკეთესად გამოკვეთს და დაგეხმარებათ დომინანტური ეფექტის მიღწევაში. (ბოლო-ბოლო კრის პრატიც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სანამ ‘’გალაქტიკის მცველებში’’ სტარ-ლორდის როლისთვის არ მოუწია სხეულის ჯანსაღი და მიმზიდველი ფორმების ჩამოყალიბებაზე ეზრუნა)

ჩვენ გთავაზობთ 5 რჩევას ‘’დომინანტური’’ ფიზიონომიის მისაღწევად:

1.       მხრების გაფართოება

დელტოიდის ვარჯიში დაგეხმარებათ სხეულის წინა მხარის გაფართოებაში. როცა საქმე ეხება საშუალოზე მაღალი სიმაღლის ბიჭს, სიგანე არის ძირითადი სტანდარტული საზომი, რაც იძლევა პირველ სიგნალს ადამიანი სუსტად და გამხდრად აღიქვას თუ წარმოსადეგად და ძლიერად. მხრების და კისრის არის შევსება კი ამ მხირვ კარგი სასტარტო წერტილია.

ასევე ნახეთ:  ფიტნეს დღიური: როგორ ვიკვებები მიზნის მისაღწევად?

2.       ზურგის და მხრების ვარჯიში

აზიდვები და ძალოვანი ვარჯიშები თქვენს საუკეთესო მეგობრად უნდა აქციოთ. მიმართეთ მთელი ძალისხმევა ზურგის მხარეს, რათა უზრუნველყოთ მხრების სიგანეში გაზრდა. აღსანიშნავია, რომ განიერი წინა მხარი უფრო მნიშვნელოვანია ზოგადი ვიზუალის აღქმაში, ვიდრე კარგად ნავარჯიშები გულმკერდი, რადგან მისკენ მიმართული ვარჯიშები შლის მხრებს და სხეულს უკეთეს პოზას აძლევს.

3.       მუცლის ცხიმის მოშორება

მიირთვით ჯანსაღად. წელის არეში სხეულის დავიწროება თქვენს კუნთებს უფრო წარმოაჩენს და ადვილი შესამჩნევი ხდება გარშემომყოფებისთვის. მიირთვით დაბალკალორიული ჯანსაღი საკვები რამდენიმე კვირის განმავლობაში და თვალი ადევნეთ ცვლილებებს.

4.       ფეხების ვარჯიში

ფეხების ვარჯიში არამხოლოდ ორგანიზმის ზრდას უწყობს ხელს, არამედ ტონუსში მოყავს მთელი სხეული. ნავარჯიშები ფეხები ესთეტიურად უკეთ გადმოსცემს მთლიანი სხეულის ათლეტურ ფორმებს, ვიდრე მათსას, ვინც მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილზე მუშაობს. გახსოვდეთ, ჯანმრთელი ფეხები ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.

5.       სწორად ჩაცმა

თავი აარიდეთ ზედმეტად განიერ ტანისამოსს. ტანსაცმელი, რომელიც ხაზს უსვამს ვიწრო წელს, მხრებს უკეთესად წარმოაჩენს. ცოტა ფერებსაც რომ შევეხოთ, ღია ტონები და ჰორიზონტალური ზოლები ხელს უშლის თვალებს, კონცენტრაცია მოახდინოს განიერ ზონებზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მომდგარი ტანსაცმელი უკეთესია, მაგრამ აქაც დაიცავით ზომიერება. ზედმეტად ვიწრო ტანისამოსი თქვენი მიზნის საპირისპიროდ იმუშავებს და ილუზიაც დაიკარგება.

შეჯამება: ვიწრო და მოხდენილი – განიერი ფორმების მიღება პროცესია, ამ ხრიკების გამოყენება კი გეხმარებათ დააჩქაროთ ის და მეტი სიხალისე შესძინოთ მას შემდეგ, რაც რეალურ შედეგებს დაინახავთ. რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი ყველასთვის, ასე რომ, ბევრი ივარჯიშეთ და აუცილებლად მიიღებთ ძალისხმევის რელევანტურ სარგებელს.