წონაში კლებაწონის კორექციაჯანმრთელობა

ერთი თვის მანძილზე უზმოზე ვსვამდი წყალს და აი რა შედეგი მივიღე

ერთ დღეს, მუდმივი დაღლილობის სინდრომით შეწუხებულმა, ჩემს თავს ვკითხე: ‘’რას აკეთებენ იაპონელი ქალბატონები, რომ ასეთი ლამაზი კანი და თხელი, დახვეწილი ფიგურა აქვთ?’’ ჩემს მიერ ჩატარებული პატარა კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე ერთი-ერთი იაპონური რიტუალის სახეობა, რომელიც გულისხმობს გაღვიძებისთანავე რამდენიმე ჭიქა წყლის დალევას. ჩატარებული არაერთი კვლევის თანახმად, აღნიშნული პრაქტიკა სასარგებლოა ნებისმიერი ინდივიდისთვის ჯანმრთელობის განსხვავებული მდგომარეობის მიუხედავად. მეც გადავწყვიტე მეცადა, ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილების შესახებ.

აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ თავი უფრო ენერგიულად მეგრძნო. ჩემი კანი და თმა უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, ამავდროულად სხეულიც მანიშნებდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო.  ექიმებთან გაუთავებელი ვიზიტის შედეგი კი არ იცვლებოდა – აბები, აბები და კიდევ ერთხელ აბები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ ჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე მიმემართა იაპონური წყლის რიტუალისთვის და ის მალევე იქცა ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილად, რადგან შედეგები მართლაც შესანიშნავი იყო!

1.       თავს მხნედ და ჯანსაღად ვგრძნობდი

მას შემდეგ, რაც დილით უზმოზე წყლის სმის პრაქტიკა დავნერგე, თავს სულ უფრო მსუბუქად ვგრძნობდი. ვგრძნობდი, როგორ თავისუფლდებოდა სხეული ზედმეტი ტოქსინებისგან.

2.       გაუმჯობესდა მეტაბოლიზმი

აღნიშნულმა პრაქტიკამ ჩემი დიეტა უფრო მარტივად ასატანი გახადა.  აღარ მაწუხებდა ყოველ საათში შიმშილის გრძნობა, კვებებს შორის წახემსების სურვილი სადღაც გაქრა, ენერგია კი მომემატა.

3.       დამეხმარა წონის დაკლებაში

გარდა იმისა, რომ უფრო იშვიათად განვიცდიდი შიმშილის გრძნობას, საჭმლის მონელების პროცესიც ნელა და მძიმედ მიმდინარეობდა, რაც ხელს უწყობდა სხეულში მეტი ენერგიის რეზერვაციას. ეს კი, თავის მხრივ, მიმაღლებდა სავარჯიშო მოტივაციას.

4.       გულძმარვის პრობლემა გამიქრა

 

თითქმის ყველა ჭამის შემდეგ მქონდა გულძმარვის პრობლემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უზმოზე წყლის დალევა დავიწყე, ეს შემაწუხებელი გრძნობაც სადღაც გაუჩინარდა.

5.       გამიუმჯობესდა კანი

მიჩვეული ვიყავი, რომ ადამიანებს უფრო მეტი ასაკის ვეგონე, ვიდრე რეალურად ვარ. წყლის თერაპიის შემდეგ, ნაოჭების რაოდენობა შემიმცირდა, კანი კი უფრო გლუვი და ნათელი გახდა.

6.       გამიუმჯობესდა თმის ხარისხიც

ჩემი თმა ისეთი მტვრევადი და დაყოფილი იყო, რომ თვეში ორჯერ მიწევდა მისი ბოლოების მოჭრა. დილის წყლის რუტინამ არამარტო ჯანსაღი თმის ზრდას შეუწყო ხელი, არამედ მისი ბზინვარებაც განაპირობა.

7.       გამიქრა საშარდე გზების ინფექციების შიში

წყლით მკურნალობამ ყველა ანტიბიოტიკზე უკეთ გადაჭრა ეს პრობლემა. ეს ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მე უკვე დავაღწიე თავი  წვის საშინელ შეგრძნებებს.

8.       გამიძლიერდა იმუნური სისტემა

დიდი ხანია აღარ ვიცი, რას ნიშნავს გაციება და ავად ყოფნა. უბრალოდ, უზმოზე ჭიქა წყლის დალევამ ყველა იმუნოსტიმულატორზე მეტი დადებითი ეფექტი გამოიღო.

 

ახლა კი მოკლედ იმ ხერხების შესახებ, თუ როგორ მიიღოთ ყველაზე მეტი სარგებელი დილის წყლის რიტუალისგან. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რომ ენერგიულად იყოთ მთელი დღე:

  • დალიეთ 4 ჭიქა წყალი ადგომისთანავე, სანამ კბილებს გაიხეხავთ და რამეს შეჭამთ. თუ გაგიჭირდებათ თავიდანვე 4 ჭიქის მიღება, დაიწყეთ 1-ით და ნელ-ნელა ადით 4 ჭიქამდე.
  • შემდეგი 45 წუთის მანძილზე ნურაფერს შეჭამთ.
  • 45 წუთის შემდგომ ჩვეულებრივ შეგიძლიათ ჭამოთ და დალიოთ.
  • საუზმის, სადილის და ლანჩის შემდეგი ორი საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ.

რამდენ ხანში უნდა ველოდოთ შედეგს?

  • დიაბეტის და ჰიპერტენზიის პრობლემით: 30 დღე
  • შეკრულობის და გასტრიტის პრობლემით: 10 დღე
  • ტუბერკულოზით დაავადებულთათვის: 90 დღე