ფიტნესიჯანმრთელობა

როდის არის სწორი დრო წყლის დასალევად?

იცით როდისაა სწორი დრო წყლის დასალევად?

წყლის აუცილებლობა

თქვენი სხეულის წონის ნახევარზე მეტი შედგება წყლისგან და აუცილებელია მისი ამ დონეზე შენარჩუნება, რათა თქვენი სხეულის ორგანოებმა და უჯრედებმა შეინარჩუნონ სწორი ფუნქციები.

წყალი აუცილებელია სხეულის ფუნქციონირებისთვის (ნარჩენების მოშორება და სახსრების ფუნქციები).

როდესაც ვარჯიშობთ, წყალი გეხმარებათ სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში.

თუკი ვარჯიშის დროს არ მიიღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს, საკუთარ თავს გაუწყლოებისა და მასთან დაკავშირეული პრობლემების წინაშე დააყენებთ.

გაუწყლოების თავიდან აცილება

თუკი ვარჯიშის დროს დაგემართებათ გაუწყლოება, თქვენი კუნთები დაიწყებენ დაღლას.

შეიძლება იგრძნოთ სისუსტე და დაკარგოთ კორდინაციის უნარი.

დეჰიდრატაციის დროს სხეული ვეღარ ახერხებს საკუთარი თავის გაგრილებას, რასაც შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გულის შეტევა.

გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, უნდა მიიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი, არამხოლოდ ვარჯიშის დროს არამედ, მანამდეც და შემდგომაც.

ეწვიეთ ბმულს და შეიძინოთ სწორი კვებისა და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.

რა რაოდენობის წყალი

ამერიკის ვარჯიშის საბჭო რეკომენდაციას უწევს ნახევარი ლიტრი წყლის დალევას ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე.

ხოლო ვარჯიშის შემდეგ 20-30 წუთის მერე დამატებით 0,2 ლიტრი წყალი.

ვარჯიშის განმავლობაში კი დალიეთ ყოველ 10-20 წუთში 0,4 ლიტრი წყალი.

რჩევები

მეტი კომფორტისთვის, მთელი დღის განმავლობაში თან ატარეთ წყლის ბოთლი.

ბოთლების საშუალებით უკეთ დაიანახავთ რა რაოდენობის წყალს იღებთ დღის განმავლობაში.

არომატისთვის შეგიძლიათ წყალში ჩაწუროთ ლიმონი ან  ლაიმი.

იმისთის, რომ შეამოწმოთ თქვენ ორგანიზმში წყლის დონე, დააკვირდით საკუთარ შარდს, თუ კი ის მუქი ყვითელია, გაზარდეთ წყლის მიღება.

ასევე ნახეთ:  6 აქტივობა ვარჯიშებს შორის შესვენებისას | ვარჯიში და შესვენება

ახლი კი იცით, წყლის დასალევად რა დროა სწორი.