მოტივაცია

ძლიერი მოტივატორები, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში | მოტივატორი

მოტივაციის გარეშე დასახული მიზნების მიღწევა და ამით სიამოვნების მიღება, ალბათ, შეუძლებელია. სტატიაში გაგაცნობთ, თუ როგორ შეიძლება, ესა თუ ის მოტივატორი თქვენი ცხოვრების რადიკალურად შემცვლელი გახდეს.

ბევრი მიზეზი არსებობს, რატომაც იღებენ ადამიანები მონაწილეობას სპორტულ აქტივობებში, იწყებენ ვარჯიშის რუტინას ან ირჩევენ ჯანსაღი კვების წესს.

ფიზიკურ აქტივობებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მიზეზების სწორად განსაზღვრას, რატომაც გსურთ დიეტისა და ვარჯიშის დაწყება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან, რაც უფრო უკეთ იაზრებთ ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მიზეზებს, უფრო მოტივირებულები ხართ, მისდიოთ მას. უფრო მეტად გსიამოვნებთ თავად პროცესიც და შესაბამისად, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ სისრულეში მოიყვანოთ თქვენი მიზნები.

თქვენ, შესაძლოა, უკვე იცით ძირითადი მიზეზი/მიზეზები, რის გამოც გსურთ ვარჯიშის დაწყება, თუმცა ასევე, არსებობს მოტივაციის შემქმნელი რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც, მეცნიერული თვალსაზრისით, გააუმჯობესებს თქვენს მუშაობას.

მოტივატორები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: ინტრინზიკები და ექსტრინზიკები.

ინტრინზიკული მოტივატორი

ინტრინზიკული მოტივატორი ყველაზე ძლიერი ძალაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანები სხვადასხვა ქმედებების განხორციელებისაკენ განაწყოს.

თქვენ ინტრინზიკულად მოტივირებულები ხართ, როცა მოხალისეობრივად აკეთებთ რამეს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად გსიამოვნებთ ეს. არ გჭირდებათ გარკვეული საფრთხის შეგრძნება, ჯილდო ან სასჯელი ამისათვის.

არსებობს სამი ძირითადი ინტრინზიკული მოტივატორი: ცოდნა, რაღაცის შესრულებისა და მიღწევის სურვილი და სტიმულის ქონა.

ცოდნა

იმისი ცოდნა, თუ რა შეგიძლიათ, ახალი რაღაცების სწავლა თქვენი სხეულისა და ზოგადად, საკუთარი თავის შესახებ, გამოკლევა და გაგება, თუ როგორ და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა პერსონალური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ასევე ნახეთ:  ზუმბა - 10 სასარგებლო თვისება

აღნიშნულში იგულისხმება ტრენერის მიერ ვარჯიშების სწორად განხორციელების სწავლება, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ან ახალი მოძრაობების, ახალი რეცეპტების სწავლა, რომლებიც ახალი ინგრედიენტების დამუშავებაში დაგეხმარებათ და შესაძლებლობას მოგცემთ, მიიღოთ ახალი ემოციები.

მიღწევები

მიღწევები საჭიროებს უნიკალურობას, კრეატიულობას,  გარკვეულ საკითხებში დახელოვნებასა და საკუთარი შესაძლებლობების დაძლევას.

რთულ საკითხში გარკვევა და დახელოვნება მოგცემთ ძლიერი თვითკმაყოფილების შეგრძნებას.

აღნიშნულში იგულისხმება პერსონალური ჩანაწერების კეთება, ახალი ჯანსაღი საკვები რეცეპტების დამახსოვრება.

ამ ყველაფრით მეგობრების გაკვირვებასაც შეძლებთ.

დაუწესეთ გამოწვევები საკუთარ თავს, რათა გახდეთ უფრო მოტივირებული და საინტერესო და შეძლოთ უფრო მეტი მიზნის მიღწევა.

სტიმული

სტიმული ძალიან ძლიერი მოტივატორია.

სტიმულის არსებობისას დამღლელი გრძელი ვარჯიშის შემდეგ იმავე შეგრძნების მიღებას შეძლებთ, რასაც კონკურენტული სპორტული აქტივობებისას იღებს სპორტსმენი.

მიიღეთ სიამოვნება იმით, რასაც აკეთებთ – ესაა ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოტივატორი.

ექსტრინზიკული მოტივატორი

ექსტრინზიკული მოტივატორები უფრო სუსტია და მათი დამსხვრევა მარტივადაა შესაძლებელი.

ისინი უფრო მეტად კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება და არა თქვენი პირადი სიამოვნებისათვის.

თუმცა, ამ ნაწილში, შესაძლოა, გამოვყოთ სამი ძირითადი მოტივატორიც: იდენტიფიკაცია, ინტროექცია და გარეგანი რეგულირება.

იდენტიფიკაცია

იდენტიფიკაცია ამ სამში ყველაზე ძლიერი მოტივატორია.

როცა ხვდებით, რომ თქვენ მიერ პერსონალურად შესრულებული სამუშაო მნიშვნელოვანია სპორტული გუნდისათვის და მას აფასებენ, თქვენ გაქვთ მეტი მოტივაცია, რომ გააგრძელოთ ასე მუშაობა.

ეს ყველაზე მეტად ემსგავსება ინტრინზიკულ მოტივაციას, რადგან აქვს სერიოზული ლოგიკური საწყისები და გამიზნულია რაღაცების გაუმჯობესებისაკენ, თუმცა, ცხადია, სამუშოთი სიამოვნების მიღების ფაქტორი აქ ნაკლებადაა.

ასევე ნახეთ:  6 ფიტნეს ჩვევა, რომლებიც შედეგის მიღწევაში ხელს გიშლით

ინტროექცია

როცა გრძნობთ, რომ ზეწოლის გამო აკეთებთ რაღაცას, დანაშაულის შეგრძნება ან ბრაზი ან სხვა რამ გაიძულებთ, შეასრულოთ ან არ შეასრულოთ სამუშაო – ეს არის ინტროექცია.

ბევრი ადამიანი ზეწოლის პირობებში მუშაობისას თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგი კი იცვლის სამუშაო ჩვევებს, რათა უკეთ შეძლოს ადაპტირება კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

ეს უფრო ნეგატიური მოტივატორია და შესაძლოა, მარტივად შეიცვალოს.

გარეგანი რეგულაციები

აქ იგულისხმება მატერიალური ჯილდოთი ან სასჯელით შექმნილი მოტივაცია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანებს შორის კონკრეტული ჩვევების გამოსამუშვებლად.

გარკვეული სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება საკუთარი თავის მიმართ კონკრეტული გეგმების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, საბოლოოდ ამ მიზნების მიღწევისადმი ინტერესის გაქრობის მიზეზი გახდეს.

წინაღობები

ყველას აქვს პრობლემები.

სხვადასხვა ადამიანები, სქესის, ასაკის, გარემოს, გამოცდილებისა და სხვა საკითხების გათვალისწინებით, სხვადასხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე.

თავდაპირველად, თქვენ კარგავთ თავდაჯერებას, გაქვთ წარუმატებლობის შიში, ვერ გრძნობთ საკმარის სოციალურ მხარდაჭერას, რასაც, შესაძლოა, თან ერთვოდეს ჯანმრთელობის პრობლემები, ძალის, დროისა და ენერგიის ნაკლებობა…

იმისათვის, რომ შეძლოთ, მუდმივად განვითარდეთ და წინ წახვიდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ იმ ადგილს, რომელსაც ცხოვრებამ პრობლემების გამო ჩამოგაშორათ.

გადაჭერით პრობლემები ისე, რომ თავად მათი გადაწყვეტა მიიჩნიოთ ჯილდოდ.

ასე თქვენ შეძლებთ, იგრძნოთ ამ პროცესის მნიშვნელობა.

ნახტომებით წინსვლა

პირველი ნაბიჯი წარსული ბარიერების გადალახვის შემდეგ არის მათი მნიშვნელობის გარკვევა, ხოლო შემდეგი ნაბიჯი – მათი თითო-თითოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ საბოლოო განადგურება.

აღნიშნულისთვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • დაისახეთ პერსონალური მიზნები. არ გააკეთოთ რაღაცები სხვათა აზრების შესაცვლელად თქვენ შესახებ (ფოკუსირდით საკუთარ თავზე და არა სხვებზე).
  • გახადეთ თქვენი მიზნები სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროული. თუ თქვენი მიზნები ძალიან გონივრულია და თქვენ შეგიძლიათ, მათ მარტივად მიაღწიოთ, უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ მომავალში უფრო მაღალ მიზნებს დაისახოთ და ასე თქვენ გააგრძელებთ წინასვლას.
  • ისწავლეთ მეტი ჯანმრთელობისათვის სარგებლობის მომტანი აქტივობებისა და ცხოვრების ხარისხის შესახებ. ნუ ფიქრობთ მხოლოდ წონაში დაკლებასა და გარეგნობაზე.
  • მიიღეთ დახმარება და მზრუნველობა მშობლებისგან, თანამშრომლების, მწვრთნელებისა და სხვა ადამიანებისაგან. ეს დაგეხმარებათ მოტივაციის გაზრდასა და პრობლემების გადაწყვეტაში. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის მხრიდან არსებული მხარდაჭერაა.
  • დაგეგმეთ და ორგანიზება გაუწიეთ საკუთარ თავს, სამუშაოს, რათა უკეთ შეძლოთ დასახული მიზნების მიღწევა.
  • პოზიტიურობა წარმატების მთავარი გასაღებია. შეეცადეთ, დაინახოთ საკუთარი ზრდა და წარმატება.
  • ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სტრესისაგან თავისუფალ გარემოში, სახლში, სპორტდარბაზში, ან თქვენთვის სასურველ გარემოში.
ასევე ნახეთ:  როდის არის სწორი დრო წყლის დასალევად?

შევაჯამოთ:
ექსტრინზიკული მოტივაციის ქონა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ყველა საიდანღაც იწყებს და ერთ ღამეში შეუძლებელია, ჩამოიყალიბოთ ძლიერი ინტრინზიკული მოტივაცია.

ეცადეთ, იყოთ პოზიტიურები და თქვენ ირგვლივ თავად შექმნათ ინტერესი და გამოწვევები, რათა გაზარდოთ შინაგანი მოტივაცია და მიაღწიოთ წარმატებას.

სიამოვნება თავდაპირველად მოდის საკუთარი თავის რწმენისაგან, რომ შეგიძლიათ, გააკეთოთ რაღაც და მიაღწიოთ მიზნებს.

ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.