ფიტნესიჯანმრთელობა

რატომ უნდა იცურავოთ ბევრი?

ცურვა სასარგებლოა კუნთებისთვის, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ანელებს დაბერების პროცესს. მეტი მიზეზი გჭირდებათ? აი ისინიც!

ცურვის დროს მიმდინარეობს როგორც კარდიო, ისე ძალოვანი ვარჯიში, რადგან გაჩერდები თუ არა, იძირები. (ძალისმიერი კარდიო) პლუს, წყალი ჰაერზე 800-ჯერ უფრო მკვრივია, რაც აიძულებს კუნთებს მუდმივ წინააღმდეგობაში იყოს მასთან.

ცურვა დაბალი ინტენსივობის ვარჯიშია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაშავებულ ათლეტებსაც თავისუფლად შეუძლიათ იცურაონ სახსრების მინიმალური დატვირთვით.

ამას გარდა, მაღალი ინტენსივობით ცურვის შემთხვევაში, სხვა ვარჯიშებისგან განსხვავებით, არ გემუქრებათ ზედმეტად გადაღლის საფრთხე. შეგიძლიათ, დღესაც ბოლომდე დაიხარჯოთ და ხვალ ისევ იმავე ინტენსივობით იცუროთ.

ცურვა გეხმარებათ უკეთესი მორბენალი გახდეთ. ცურვისას ჟანგბადის ეფექტურად მოხმარებას სწავლობთ, სუნთქვის პროცესის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

ცურვა ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის, ორსულებს, ახალბედა დედებს ან სპორტსმენებს პოსტ-ტრავმის შემდეგ. თქვენს კონტროლქვეშაა ცურვის სისწრაფე, ინტენსიურობა და შედეგის ხარისხიც, რასაც ამ აქტივობისგან იღებთ.

ის საუკეთესო ანტისტრესორია – საზოგადოდ ცნობილია ვარჯიშის დროს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ენდორფინების დადებითი ეფექტი სტრესის გასანეიტრალებლად, მაგრამ წყალი / წყლის ზემოქმედება ცალკე აღებული გუნება-განწყობის გასაუმჯობესებელი ფილოსოფიაა.

ტკივილსა და ტკივილის მართვაზე ჩატარებული კვლევის თანახმად, წყლის ქვეშ ჩაყვინთვისას დუნდება ჩვენი სენსორული სისტემა, რაც ტვინს აწვდის დამამშვიდებელ სიგნალებს.

ასევე ცნობილია, რომ წყლის ზედაპირზე ტივტივი ანეიტრალებს მტანჯველ რეაქციებს ქრონიკული სტრესით დაავადებულ ადამიანებში.

ცურვა ხელს უშლის დაბერების პროცესს – ინდიანას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოცურავეები 20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე ამას მათი პირადობა მოწმობს.

ასევე ნახეთ:  წონის დაკლება სიმძიმეებით ვარჯიშით | სიმძიმეები

მეცნიერები ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, სანამ ადამიანი ცურავს, ის გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, ქოლესტერინის დონეზე, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე

ასევე ცენტალური ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე, კოგნიტურ უნარებზე, კუნთოვან მასასა და სისხლის მიმოქცევაზე, რაც ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებისთვის ასე მნიშვნელოვანია.

ცურვის დროს ერთვება ყველაზე ზარმაცი კუნთებიც კი. ამ დროს მთელ სიგანეზე იშლება მხრები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეში ჩართულია ყველაზე პასიური დელტოიდები და კისრის კუნთები.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ცურვის მთავარი პრინციპისა, რომ სტაბილური დონე და ბალანსი შეინარჩუნოთ (მხრის და ფეხების მუდმივი მოძრაობით ).

ის ასევე იდეალურია ხერხემლის გასწვრივ მდებარე და წელის კუნთების განვითარებისთვისაც, რაც ქალებს ხშირად ავიწყდებათ.

ცურვა დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზეც, რადგან ცურვის და განსაკურებით, ყვინთვის დროს, ტვინს სისხლი 14%-ით გაზრდილი რაოდენობით მიეწოდება.

მკვლევარებს სჯერათ, რომ ამის მიზეზი გულმკერდზე წყლის ზეწოლაა, თუმცა ეს ჰიპოთეზა ამჯერად შესწავლის პროცესშია, უზრუნველყობს თუ არა წყლის სავარჯიშოები ტვინში სისხლის მიწოდებას მიწაზე შესრულებულ ვარჯიშებზე უკეთ.

კიდევ რას დაამატებდით?