წონის კორექციაჯანმრთელობა

რა რაოდენობის ცხიმები მიიჩნევა ნორმად?

იცით სხეულში რა პროცენტული რაოდენობის ცხიმები მიიჩნევა ნორმად?

პირველ რიგში, როგორც Crossrail Health Centre in London-ის ექიმი ლუკ პოულსი ამბობს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სხეულში ცხიმების ჯანსაღი პროცენტული მაჩვენებელი ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების რისკის შემცირებას.

მეტიც, ეს მაჩვენებელი დაკავშირებულია სხეულში ქოლესტერონის დონესა და სისხლის წნევაზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან.

ასევე არაერთი კვლევის თანახმად, ეს ორი ფაქტორი დაკავშირებულია სიმსივნით დაავადებასა და დიაბეტთან.

მნიშვნელოვანია დაცული იყოს ჯანსაღი ბალანსი სხეულის მასასა და ცხიმებთან, იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბი წონა და გადაჭარბებული სიგამხდრე უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

20-39 წლის მამაკაცებისათვის, სხეულში ცხიმების მაჩვენებელი ჯანსაღად ჩაითვლება, თუ  8-20% შუალედშია, ხოლო იგივე მაჩვენებელი 40-59 წლის მამაკაცებისათვის წარმოადგენს 11-22%-ს.

თანამედროვე პირობებში მარტივია სხეულში ცხიმების მაჩვენებლის გამოთვლა, ვინაიდან  შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს მთვლელებითა და სხვადასხვა შკალით, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სხეულის შესწავლაში.

აღნიშნული საკითხის უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია განვიხილოთ ორი ტიპის ცხიმი: არსებითი და „შესანახი“.

ეწვიეთ ბმულს, ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო, თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნების უმოკლეს დროში მიღწევაში.

არსებითი ცხიმები

არსებითი ცხიმები აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. მამაკაცებისათვის, ამ ცხიმის რაოდენობა უნდა შეადგენდეს მთლიანი სხეულის მასის 3%-ს.

არსებითი ცხიმების გარეშე, მათ შორის ომეგა-3-ისა და მარცვლეულის ცხიმის გარეშე,  თქვენი სხეული ვერ შეძლებს, მიიღოს სხვადასხვა პროცესისათვის აუცილებელი ისეთი  ვიტამინები, როგორიცაა „ა“ ვიტამინი, „კ“ ვიტამინი და „დე“ ვიტამინი.

ამ ტიპის ცხიმები ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანოს დასაცავად.

ასევე ნახეთ:  3 მითი სიმძიმეებით ვარჯიშზე, რომლებიც ქალებმა უნდა დაივიწყონ | ქალების ვარჯიში

„შესანახი“ ცხიმები

როცა ჩვენ ვიღებთ კალორიებს, რომლებიც არ კონვენტირდება ენერგიაში ან არ გამოიყენება სხვა პროცესებისათვის,  ისინი გარდაიქმნება ტრიგლიცერიდებში, რომლებიც შემდეგ „შესანახ“ ცხიმებს წარმოშობს.

ცხიმების პროცენტული მაჩვენებელი მამაკაცის სხეულში, ასაკის მიხედვით

დონე 20-39 წელი 40-59 წელი 60-79 წელი
დაბალი < 8% < 11% < 13%
ჯანმრთელი 8-20% 11-22% 13-25%
ჭარბი 20-25% 22-28% 25-30%
მაღალი > 25% > 28% > 30%

 

მართალია ადამიანები, რომელთა სხეული შეესაბამება ცხრილში მოცემულ მაჩვენებლებს, კარგად გამოიყურებიან, თუმცა ამ რიცხვებში გათვალისწინებული არ არის ინდივიდუალური ფაქტორები.

სიმაღლეს, სქესსა და გენეტიკას შეუძლია გავლენა იქონიოს ცხრილში მოცემულ რიცხვებზე. მაგალითისათვის, თუ 20-40 წლის მამაკაცისათვის მაჩვენებელი 8-20% უნდა იყოს, იმავე ასაკის ქალისათვის ეს რიცხვი 15-31%-ს შეადგენს.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაერთი კვლევის თანახმად, თუ მამაკაცებს სურთ მათი შიშველი სხეული მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ცხიმების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი სხეულის მასის 5-10%-ს უნდა შეადგენდეს.