სწორი კვებაწონის კორექციაწონის მომატება

10 საკვები კუნთის ზრდისთვის, თუ გამხდარი ხარ

კუნთის ზრდა საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ თუ თქვენ წონაში რთულად იმატებთ და გამხდარი ხართ, თქვენთვის ეს პროცესი კიდევ უფრო რთული შეიძლება იყოს.

გთავაზობთ საკვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა მიიღოთ, თუ გამხდარი ორგანიზმი გაქვთ.

ტკბილი კარტოფილი

ბევრი მოვარჯიშე ცდილობს კუნთების გაზრდას, ისე, რომ  უარს ამბობს ტკბილი კარტოფილის მიღებაზე, რაც არასწორია.

ტკბილი კარტოფილი ყოველთვის კარგი გამოსავალია – იაფია, სწრაფად მზადდება, შეიცავს ბევრ რთული შემადგენლობის ნახშირწყალს.

ერთი ტკბილი კარტოფილი შეიცავს 160 კალორიას, 36 გრამ ნახშირწყლებს, 1 გრამ ცხიმს და 5 გრამ პროტეინს.

ავოკადო

ავოკადო ცხიმებით დატვირთული პროდუქტია. 1 გრამი ცხიმი 9 კალორიას შეიცავს, როცა პროტეინი და ნახშირწყალი შეიცავს 4 კალორიას.

ასე რომ, ავოკადოს მიღებით შეგიძლიათ უფრო მარტივად მიიღოთ დღიური კალორიების ნორმა.

ერთი საშუალო ზომის ავოკადო შეიცავს 250 კალორიას და 20 გრამ ცხიმს, 14 გრამ ნახშირწყალს, 4 გრამ პროტეინს.

ცხვრის ხორცი

შეეცადეთ დაივიწყოთ ქათმის ხორცის დიეტა, რომელიც ალბათ არაერთხელ გაგიგიათ. თუ გამხდარი ხართ და კუნთების მომატება გსურთ, აუცილებელია ცხვრის ხორციც მიიღოთ.

ის უფრო მარტივად დაგეხმარებათ კუნთების გაზრდაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა ინგრედიენტებთან ერთად მიირთმევთ, მათ შორის ბრინჯსა და პასტასთან ერთად.  უფრო ზუსტად, იგი სავსეა სხავდასხვა ცხიმით, რომლებიც ტესტოსტერონის ასამაღლებლად არის აუცილებელი.

ერთი პორციის მიღება 250 კალორიის მიღებას უდრის, რა დროსაც თქვენ იღებს ცხიმებისა და პროტეინის საჭირო რაოდენობას.

პასტა (მაკარონი)

პასტა გემრიელიცაა და ასევე დაგეხმარებათ კალორიების მიღებაშიც. შეგიძლიათ პასტა სხვა საკვებთან ერთად მიიღოთ, მათ შორის ცხვრის ხორცსა და ბოსტნეულთან ერთადაც.

ასევე ნახეთ:  მაქსიმუმ რამდენის დაკლება შეგიძლიათ ერთ კვირაში?

ერთი ჭიქა მომზადებული პასტა შიცავს 250 კალორიას, ძირითადად ნახშირწყლებს შეიცავს, თუმცა გარკვეული რაოდენობით პროტეინსაც.

ბეკონი

შესაძლოა, ფიქრობდით, რომ ბეკონი თქვენი ჯანმრთელობისათვის ცუდია, თუმცა პირიქით.

ბეკონი უამრავ კალორიას შეიცავს, მდიდარია პროტეინებითა და ცხიმებით. შეგიძლიათ ბეკონი მიიღოთ სალათთან, სენდვიჩებთან, ბოსტნეულთან ერთად.

ბრინჯი

ბრინჯი საუკეთესო გზაა, რომ მარტივად მოიმატოთ წონაში. იგი შეიცავს უამრავ კალორიას, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. გარდა ამისა, იაფია და მოსამზადებლად მარტივი.

მიწის თხილის კარაქი

არაქსისი კარაქი გემრიელიცაა და  კალორიებით დატვირთულიც.

ერთი კოვზი კარაქი შეიცავს 100 კალორიას, 9 გრამ ცხიმს, 3 გრამ ნახშირწყალსა და 3 გრამ პროტეინს.

სტეიკი

ერთი მოზრდილი ნაჭერი შეიცავს დაახლოებით 600 კალორიას, 45 გრამ ცხიმს, 47 გრამ პროტეინს.

მაღალპროცენტიანი რძე

1 ჭიქა შეიცავს 100 კალორიას, 3 გრამ ცხიმს, 11 გრამ ნახშირწყალსა და 9 გრამ პროტეინს.

კარაქი

ერთი კოვზი შეიცავს 100 კალორიას, რომელიც მთლიანად ცხიმებითაა სავსე.

გახსოვდეთ, ტესტოსტერონის დონის გასაზრდელად, რომელიც პირდაპირ კავშირშია კუნთების ზრდასთან, საკვებდანამატებს ყოველთვის ჯობს ნამდვილი და ჯანსაღი პროდუქტი მიიღოთ.

თუ არ იცით ზუსტად როგორ უნდა შეიდგინოთ კვების რაციონის თქვენი მიზნის მისაღწევად, ჩვენ გირჩევთ ჩვენი სერვისით ისარგებლოთ და ჩვენ გვანდოთ თქვენი კვების რაციონისა და სავარჯიშო პროგრამის შედგენა. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ამ გვერდს.