ჯანმრთელობა

11 საკვები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ

გარკვეული პროდუქტები კარგავს სარგებლიანობას, გემოსა და კვებით ღირებულებას ცივი ტემპერატურის გავლენით. ეს პროდუქტებია:

1.       კარტოფილი

ფოტო: Pexels

კარტოფილის 7 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურის პირობებში შენახვა კარტოფილს აძლევს უსიამოვნოდ ტკბილ გემოს. მაცივარში შენახვის ნაცვლად, მოათავსეთ ისინი ქაღალდის პარკში და შეინახეთ გრილ ( მაგრამ არა ცივ) ადგილზე.

2.       შოკოლადი

ფოტო: Pexels

დაბალ ტემპერატურაზე შოკოლადში შემავალი საქაროზა ამოდის შოკოლადის ზედაპირზე, რის შედეგადაც უჩნდება უსიამოვნო თეთრი ნადები, ასევე შოკოლადი კარგავს არომატს და გემოვნურ თვისებებს.

3.       ტროპიკული ხილი

ფოტო: Pexels

ტროპიკული ხილი მალფუჭებადი და ორგანიზმისთვის საშიში ხდება, როცა მას მაცივარში ვინახავთ. ამიტომ ჯობს გადაახვიოთ ქაღალდის რამდენიმე ფენაში და შეინახოთ გრილ, ბნელ ადგილას.

4.       მწვანე ბარდა

ფოტო: Shutterstock

მწვანე ბარდა დაბალი ტემპერატურის პირობებში კარგავს სასარგებლო თვისებებს. შეგიძლიათ გაყინოთ ის და ისიამოვნოთ მთელი წლის განმავლობაში.

5.       ხახვი

ფოტო: Pexels

მაცივარში არსებული ტენიანობა არბილებს ხახვს, რაც მას კვებისთვის გამოუსადეგარს ხდის. ამას გარდა, ჭარბი ტენიანობა ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გამრავლებას.

6.       ზეითუნის ზეთი

ფოტო: Pexels

ზეითუნის ზეთის შენახვა რეკომენდებულია +12-დან +16 გრადუსამდე ტემპერატურაზე. მაცივარში მოთავსებისას ის უფრო მაღალი კონსისტენციის ხდება.

7.       თაფლი

ფოტო: Pexels

სიცივე და ტენი აჩქარებს თაფლის კრისტალიზაციის პროცესს, რის შედეგადაც ის ადვილად კარგავს გემოს და სასარგებლო თვისებებს. იმისთვის, რომ თაფლს ხანგრძლივი დროით შეუნარჩუნდეს როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებები, გირჩევთ ის შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე მჭიდროდ დახურულ ქილაში.

8.       პომიდორი

ფოტო: Pexels

მაცივარი არც პომიდვრის შესანახადაა კარგი ადგილი, რადგან ცივი ჰაერი ხელს უშლის დამწიფების პროცესს. ამას გარდა, კარგავს გემოს და ტექსტურას, რაც გამოიხატება მისი შიგთავსის დარბილებაში.

ასევე ნახეთ:  6 რჩევა ვარჯიშის მოტივაციის გასაზრდელად | მოტივაცია

9.       პური

ფოტო: Pexels

ზოგი ფიქრობს, რომ პური მაცივარში საუკეთესოდ ინახება. სინამდვილეში, არაფერი არ აშრობს და ახმობს პურს მაცივარზე უკეთესად.

10.   ბადრიჯანი

ფოტო: Pexels

ბადრიჯანი საკმაოდ მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის მიმართ. მისი ზედაპირი რბილდება და ჭრელდება, ასე რომ უმჯობესია, თუ მას ოთახის ტემპერატურაზე შევინახავთ.

11.    ბანანი

ფოტო: Pexels

მაცივარში ბანანი სწრაფად შავდება და ვიზუალურად საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. თუ მაღაზიაში გხვდებათ ბანანი შავი წინწკლებით, ეს  არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მწიფეა, ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტირებისას არ იყო დაცული მათი შენახვის წესები.

 

კიდევ რას დაამატებდით სიას?

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც!